საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სოციალური ქსელიდან მიმართავს საპროტესტო მარშების მონაწილეებს.
"კახელებს (ასევე მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს,…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთვე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად“ - დაწერა მან და დასძინა: „თუმცა იქ ვარ სადაც ხართ, იქ ვიქნები სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!", - წერს პრეზიდენტი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, დღეს 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართავს.