ერთ მხარეს სიყვარულისგან დაცლილი, უშინაარსო, გაზისა და ჭყლის ჭავლის კაფსულაში ჩაკარგული ადამიანების ბრბო და მეორეს მხარეს - საქართველოს მცველები, სიყვარულით, სიკეთით, მზის სხივით ანთებული, ფერადი ,ხელოვნებადქცული ლამაზი პროტესტით, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს და გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმიანება.
“არ შემიძლია გუშინდელი დღის ემოცია ოდნაავ მიახლოებული სიტყვათაწყობით მაინც არ გამოვხატო....
მიახლოებული რატომ? -ის განცდა, ის ემოცია რისი შეგრძნებაც გუშინ შეგვეძლო-ამის გადმოცემა ვშიშობ-სიტყვებს არ ძალუძთ.
რა კონტრასტია ნახეთ-
ერთ მხარეს კანონის სახელით ,, სამართალდამცავ-დაბრალებული" სასტიკი, ბოროტი, სიყვარულისგან დაცლილი, უშინაარსო, გაზისა და ჭყლის ჭავლის კაფსულაში ჩაკარგული ადამიანების ბრბო და
მეორეს მხარეს-
საქართველოს მცველები -სიყვარულით, სიკეთით, მზის სხივით ანთებული , ფერადი ,ხელოვნებადქცული ლამაზი პროტესტით.
აი ამის შემყურეს რაც ეს დღეები ხდებოდა და რაც გუშინ იყო, როგორ უნდა გაგიჩდეს კითხვა
და მერე რა იქნება?
და არის უკვე ის რაც იქნება !!! არის სიმართლე, სამართლიანობა , გამარჯვება !
სად არის ? --ჩვენში !
ამას ვატარებთ ამდენი ადამიანი და ის მხოლოდ გაფორმებას საჭიროებს ფორმალურად .
მთავარია, რომ ეს უკვე არის!
ჩვენ ვატარებთ ამ გამარჯვების ფორმულებს და შეიკვრება ის ერთ მთლიან , გამოხატულ ფორმად.
ეს ისე ახლოა, იმდენაც ცხადია , რომ არანაირი ომონი და კოლექტიური სასტიკი ,,კაფსულა"- ვერ იქნება საპირწონე! ვერ გადაწონის !
და დაიბადა ჩვენში ის ენერგია, რომელიც გარდაქმნის ხალხს იმად, რაც კონსტიტუციით ვთქვით :
ხალხია ხელისუფლების წყარო!
ასე არასოდეს ცხადად და ხილულად ეს არ მიგვრძვნია“, - წერს ეკა ბესელია