ხვალ, 21 იანვარს, 12:00 საათზე, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი", ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით დევნილი ახალგაზრდებისთვის ახორციელებს პროექტს "მოხალისეობა -გზა ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ".
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, სამუშაო გამოცდილების შეძენა.