ეუთო/ოდირის დასკვნა - ყველაზე მძიმეა რაც კი ყოფილა აქამდე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
"ეუთო/ოდირის დასკვნა - ყველაზე მძიმეა რაც კი ყოფილა აქამდე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, .
დასკვნაში ყველა დარღვევა თავმოყრილია და დადასტურებულია :
არ იყო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი , დარღვევები ფარულობასთან დაკავშირებით, პროცედურებთან, ადმინისტრირებასთან , დაკვირვებასთან ,სამართლებრივი დავების განხილვასთან დაკავშირებით.
ხმის მიცემის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება , არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა , სასამართლო განხილვის არადემოკრატიულობა და რა დარჩა?
არჩევნებმა შეარყია საზოგადოების ნდობა .
ყველა დარღვევა დადასტურდა , რაც მნიშვნელოვანია ,კონსტიტუციური სტანდარტის -ფარულობის პრინციპის ხელყოფა .
სწორედ ამას ვითხოვდით საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის არ განხილული სარჩელით და ეს დარღვევაც დადასტურდა .
კიდევ ერთხელ გამოჩდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ კონტროლზე უარისთქმის ისტორიული სიმძიმე!
დანარჩენი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია!" - წერს ეკა ბესელია.