ადმინისტრაციულ სასამართლოში სამართალდამცველების მიერ დაკავებული დევნილების პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ნინო რამიშვილმა განუცხადა, დაკავებულებს სახაზინო ადვოკატები დაენიშნათ.
"სასამართლოში რომ მოვედი, პროცესი დაწყებული დამხვდა, ამის გამო დევნილთა უფლებების დაცვა მე ვეღარ მოვახერხე. როგორც გავიგე, ყველა დაკავებულს სახაზინო ადვოკატი ჰყავს დანიშნული", - განმარტა რამიშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს როგორც 8 დევნილის, ისე დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის მანუჩარ სიგუასა და "კონსერვატორების" წარმომადგენელის გია ყრუაშვილის საქმეზე.
მათ, ადმინისტრაციული სასჯელის შეფარსება ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული 10 პირი პოლიციელემა დღეს, სტუდქალაქის შენობასთან, იძულებით გადაადგილებული ადამიანების გამოსახლების დროს მომხდარი დაპირისპირებისას აიყვანა.