"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის საქმეზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, ვაშაძეზე თავდასხმა იურისტების შეფასებით კვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან თავდამსხმელს სახრახნისით მისთვის დაზიანებების მიყენების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.
გიორგი ვაშაძეს თავს გუშინ დაესხნენ. ინციდენტი რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.