თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ზედგენიძის სარჩელს განიხილავს. ზედგენიძე სლოტ კლუბ "ვეგასში" მოგებული თანხის გადახდას ითხოვს.
სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში დაიწყება. ზედგენიძის მხარე სლოტ კლუბისგან მოგებული 2 მილიონ 718 ათასი ლარის გადახდას მოითხოვს.
ასევე დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლის დაკითხვას მოითხოვენ, რომელმაც აღნიშნული მოგება დააფიქსირა.
შეგახსენეთ, რომ გასულ წელს სლოტ კლუბ "ვეგასში" ირაკლი ზედგენიძემ სათამაშო აპარატზე 2 მილიონ 718 ათასი ლარი მოიგო, თუმცა კლუბის მეპატრონეებმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს.
მათი მტკიცებით, სათამაშო აპარატი გაფუჭებული იყო.