დევნილებს ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდანაც ასახლებენ.
როგორც დევნილები აცხადებენ, გამოსახლების შესახებ გაფრთხილება მათ წუხელ პოლიციამ გააცნო, თუმცა ფართის დაცლის ვადებზე საუბარი არ ყოფილა.
მათივე ინფორმაციით, პოლიცია დევნილების ბარგს მანქანებში აბარგებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად აპირებენ გადაყვანას.
აღსანიშნავია, რომ ორხევის დასახლებაში მცხოვრები დევნილების უმრაველსობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ კომპენსაციები არ მიუღია და თან აქვთ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც კომპენსაციების მიღებამდე მათი გასახლება არ უნდა დაწყებულიყო.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბაგებში მდებარე სტუდქალაქის სამი კორპუსიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს.