თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარული უნიკალური წიგნები უკვე საქართველოშია.
გამოძიების დასრულებამდე წიგნები თბილისის მთავარ სამმართველოში დარჩება, ხოლო საქმის გამოძიების დასრულების შემდეგ იგი ისევ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავი დაიხურება და მისი ინვენტარიზაცია დაიწყება. საცავში ამ დროისთვის 3 მილიონ წიგნზე მეტი ინახება და ბოლოს მისი ინვენტარიზაცია 1952 წელს ჩატარდა.
როგორც ცნობილია, უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევში საქართველოს საელჩოს მე-18 საუკუნის შუა რიცხვებისა და მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოცემული 56 ისტორიული წიგნი გადასცეს.
წიგნები, რომლებიც უკრაინაში უკანონო გზით შეჰქონდათ, 2008 წლის მარტში ბორისპოლის სასაზღვრო-გამშვებ პუნქზე დააკავეს. ისტორიული წიგნები უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. სპეციალური კომისიის დასკვნის გადაწყვეტილებით კი, ის ქართულ მხარეს უბრუნდა.