ბაგებში მდებარე სტუდქალაქის სამი კორპუსიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, სტუდქალაქის პერიმეტრი პოლიციელებით არის გადაკტილი და პატრულის თანამშრომლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც კი არ უშვებენ, რომლებიც ამ დროისთვის კვლავ ადგილზე რჩებიან და დევნილების გამოსახლების პროცესს თვალს ადევნებენ.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე სატვირთო მანქანით 60-მდე პირი მიიყვანეს, რომლებიც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან და მათ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დევნილთა ნივთების გამოსატანად დაიხმარენ.
დევნილთა თქმით, სტუდქალაქში პოლიციელები დილის 07:00 საათზე მივიდნენ. სტუდაქლაქის ტერიტორიაზე მდებარე სამ შენობაში 68 ოჯახი ცხოვრობს.