გლადანულაში დღეს ღვთისმშობლის სახელობის ახალი ეკლესია აკურთხეს.
ტაძარი შემოწირულობის ხარჯზე აიგო და მისი მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახალი ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის კურთხევით გარდაბნისა და მარნეულის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აკურთხა.
აღსანიშნავია, რომ გლდანულის დასახლებაში ახლად აშენებული ღვთისმშობლის ეკლესია ერთადერთი ტაძარია.