H1N1-ის დიაგნოზით წუხელ, გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში 18 წლის ორსული ქალი გადმოიყვანეს.
პაციენტი ღუდუშაურის სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული და ექმების ინფორმაციით, მას ე.წ. ღორის გრიპისთვის დამახასიათებელი სიომპტომები აღენიშნება.
პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, გრიპის ვირუსის შემთხვევაში ადგილობრივ კლინიკებს მიმართონ, რათა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამოვლენის დროს გართულებები თავიდან იქნეს აცილებული, განსაკუთრებით კი H1N1 ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალთათვის არის საშიში.