საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები ამ დრომდე გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი სუსტი მიწისძვრა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ბიძგები ბაღდათისა და ვანის რაიონში წუხელ გვიან ღამით ორჯერ განმეორდა, ერთი ღამის 01:00 საათზე და მეორე მოგვიანებით, რომლეთა სიმძლავრემაც 3 მაგნიტუდაზე მეტი შეადგინა.
მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწევია. არ არიან დაშავებულებიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში 13:18 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომელიც დაახლებით 40 წამი გაგრძლედა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კილომეტრის, ქუთაისიდან კი 31 კილომეტრის რადიუსში დაფიქსირდა და მისმა მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა.