"არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან განსახლების შეჩერებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია დღეს საქალაქო სასამართლოში განცხადების შეტანას გეგმავს.
დღესვე "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" წარმომადგენლები განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლოს შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ.