დღეს, 20 იანვარს, 14:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ზოგადი უნარების ჯგუფს ხელმძღვანელი სოფო დოლიძე ისან-სამგორის რაიონის დაწყებითი კლასების პედაგოგებს შეხვდებიან.
შეხვედრა 77-ე სკოლის შენობაში შედგება. განათლების სამინისტროს წარმომადგებლები პედაგოგებსYსასერტიფიკაციო გამოცდებისთვის დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
შეგახსენებთ, დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდა პირველად 2011 წელს ჩატარდება.