ბალტიის ქვეყნები ეროვნულ სანქციებს უწესებენ მათ, ვინც ახშობს პროტესტს საქართველოში, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს.
„ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში. დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მიესალმებიან“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.