ვარკეთილში, კახეთის ჩიხის # 15-ში, ღვთისმშობლის სახელობის ქალთა მონასტერი ამოქმედდა. ტაძარი კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მონასტრისა და კელიების მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოს ახლახან გარდაცვლილი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე აფინანსებდა, რის შემდეგაც მისი საქმე ბიზნესმენის მეუღლემ გაგრძელა.
"მინდა, ეს ოჯახი დავლოცო. დაე, მათ და სრულიად საქართველოს წმიდა ქალწული მარიამი ფარავდეს", _ ბრძანა უწმინდესმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე მონასტერში ექვსი მონაზონია.