მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კლიმატის ცვლილება, რომელიც ატმოსფეროში სასათბურე გაზების ანთროპოლოგიური გადაყრითაა გამოწვეული, 2020 წლისთვის სოფლის მეურნეობის წარმოების დეფიციტს გამოიწვევს. ეს დედამიწის ყოველ მეხუთე ადამიანს შიმშილისთვის გაწირავს. ამის შესახებ კლიმატოლოგთა "მსოფლიო ეკოლოგიური ფონდის" არაკომერციული ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.
დღესდღეობით საკვების უკმარისობას დედამიწის ყოველი მეშვიდე მცხოვრები განიცდის.
2020 წლისთვის კი უმეტეს ქვეყნებში კლიმატის დათბობის შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემცირდება, რის გამოც დედამიწის მზარდი მოსახლეობის გამოკვება შეუძლებელი გახდება.
კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სცენარის მიხედვით, სასათბურე გაზების შეუზღუდავი გადაყრა დედამიწაზე კლიმატს 2,4 გრადუსით გაზრდის.
ამასთან, დედამიწის მოსახლეობა სულ მცირე, 900 მილიონით გაიზრდება და 7-8 მილიარდს მიაღწევს.
კლიმატური ცვლილებების შედეგად სხვადასხვა ქვეყანაში მოსავლის განადგურება ისეთ მასშტაბს მიაღწევს, რომ ხორბლის დეფიციტი 14% იქნება, 11 %-ით ნაკლები ბრინჯი იწარმოება, ხოლო სიმინდი 9 %-ით ნაკლები იქნება. მეცნიერთა დასკვნით, ამ ტიპის მცენარეული წარმოება რუსეთში უკვე მცირდება.
მეურნეობის შემცირების უკმარისობა ტემპერატურის ცვლილებებითა და არასაკმარისი წყლის მიწოდებით იქნება გამოწვეული.
იმის გამო, რომ მარცვლოვანი პროდუქციის დაახლოებით 35 % შინაური ცხოველების კვებას ხმარდება, მეცნიერები ხორცის წარმოების შემცირებასაც ვარაუდობენ. შესაძლოა, ამან რეალური ფასები 20 %-ით გაზარდოს.
ამდენად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ატმოსფეროში ნარჩენების გადაყრის შემცირება უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სამწუხაროდ, ცალკეული ქვეყნების ოფიციალური პირები ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ამასთან, შიმშილის დაძლევის კიდევ ერთ საშუალებად მეცნიერები კვების რაციონში ახალ საკვებზე _ ცილებსა და ნახშირწყალებზე გადასვლას მიიჩნევენ.