სამების საკათედრო ტაძარში რიგით მე-15 საჯარო ნათლობა მიმდინარეობს. ამჯერად სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია 530 ბავშვის ნათლია გახდება.
მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20 და 21 დეკემბერს მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 2008 წლიდან უკვე 6 000 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.