ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა.
რომანი აზერბაიჯანულად ჟურნალისტმა ემინ ელსევერმა (მახმუდოვმა) თარგმნა. ნათარგმნის პრეზენტაცია "კავკასიურ სახლში" შედგა.
პრეზენტაციაზე სიტყვით ქართველი და აზერბაიჯანელი მწერლები გამოვიდნენ. მათ შორის, მწერალთა კავშირის აზერბაიჯანული განყოფილების თავმჯდომარე რაფიგ გუმბათი, მთარგმნელი ოგტაი კიაზიმოვი, ქართველი პოეტი და მთარგმნელი ზეზვა მედულაშვილი, პროფესორი მაჰმუდ გაჯიხალილოვი.
"დათაAთუთაშხია" აზერბაიჯანულად გამომცემლობა "კავკასიურმა სახლმა" გამოსცა.