განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრ "თანადგომას" ახალგაზრდებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს.
განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ ცენტრში მყოფ 23 სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას საჩუქრები, ტკბილეული და თექაზე სამუშაო მასალები გადასცა.
"თანადგომაში" მომუშავე ახალგაზრდები თექისაგან და სხვა მასალებიდან დეკორატიულ ნივთებსა და აქსესუარებს აკეთებენ. სმენადაქვეითებული პირების მიერ "თანადგომაში" გაკეთებული სუვენირები საქველმოქმედო ღონისძიებებზე იყიდება და ამით ამ ახალგაზრდებს გარკვეული შემოსავალი გააჩნიათ.