დევნილები საზოგადოებრივ მაუწყებლისგან საპროტესტო აქციების გაშუქებასა და პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ.
ამის შესახებ "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელის შენობასთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე აღნიშნეს.
ამასთან, მათმა მხარდამჭერებმა "კონსერვატორმა" ლაშა ჩხარტიშვილმა და "ხალხის პარტიის" წევრმა ალეკო შალამბერიძემ პირველი არხის გენერალური დირექტორს გიორგი ჭანტურიას წერილობით მიმართეს და აქციების გაშუქება და პირდაპირ ეთერი მოითხოვეს.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ქვეყნების დევნილების პრობლემებს, აქციების უკანონო დაშლას და დარბევას მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე თავისი ქვეყნის დევნილების პრობლემების გაშუქებას", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.