პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დაცვის მხარის მტკიცებით, ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელის მიმართ ფიზიკური შეხება.
პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოში გიგაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით მას 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაურის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.