სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის განცხადებით, "უფალს განსაცდელისთვისაც კი უნდა ვმადლობდეთ".
"მადლობთ უფალს ყველაფრისთვის, მისი დიდი წყალობისთვის, განსაცდელისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უფალი გადაარჩენს საქართველოს, უფალი იხსნის საქართველოს ხილული და უხულავი მტრებისგან", - ბრძანა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას.
ამასთან, უწმინდესმა ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელობაზე მრევლს კიდევ ერთხელ ესაუბრა და ქართველი ერი დალოცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს ნათლისღებას ზეიმობს.