ცხინვალში, ისევე როგორც საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა 12:18 საათზე (მოსკოვის დროით) მოხდა.
მათივე ინფორმაციით ცხინვალის მაცხოვრებლები მიწისქვეშა ბიძგებს, დაახლოებით, ერთი წუთის განმავლობაში გრძნობდნენ.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.