ვანის რაიონის გამგეობა მიწისძვრის შედეგების აღრიცხვაზე უკვე მუშაობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რაიონის გამგებელმა ზურაბ გეგიძემ განუცხადა, სპეციალური შტაბი უკვე შეიქმნა.
"უკვე გადავამოწმეთ რამდენიმე სოფელი და საბედნიეროდ, იქ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა ეს საბოლოო მონაცემები არ არის. სოფლების შემოწმება ჯერ არ დასრულებულა", - განმარტა ვანის გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სწორედ ვანის რაიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ, რიხტერის შკალით 5,8 ბალი შეადგინა.