საქართველოში დღეს, 13 საათზე, 18 წუთზე და 50 წამზე მიწისძვრა მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კილომეტრის, ქუთაისიდან კი 31 კილომეტრის რადიუსში დაფიქსირდა.
"მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთ, კურორტ საირმეს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა", - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" სესმოლოგიის ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ბიძგები მთელ საქართველოში იგრძნობოდა, მიწისძვრის ბიძგები თბილისშიც დაფიქსირდა.