19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოიტანა.
მანამდე, მათე დევიძეს პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.