თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულს, ირაკლი ანდღულაძეს 2700-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ისაკო დევიძის პროცესიც, რომელსაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის 16 მონაწილე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.