საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ, საკონსტიტუციოს ვებგვერდზე განთავსდა.
პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.