საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-3 წუთზე ჩეხებმა გახსნეს. 24-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. თუმცა „ჯვაროსნებმა“ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო უკრაინის ნაკრებთან და C დივიზიონში დაქვეითდა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს.