უკრაინამ პირველი დარტყმა განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკული ATACMS რაკეტების გამოყენებით. იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.
გავრცელებული ცნობით, რაკეტა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩოვთან არსებულ სამხედრო ობიექტს დაეჯახა. ეს ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 130 კმ-ში მდებარეობს.
სამხედრო ობიექტის განადგურება დაადასტურა უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
რუსეთს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნება დართო უკრაინას, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმესი დარტყმებისთვის.
მოგვიანებით გავრცელდა დამატებითი ინფორმაცია, სადაც დაზუსტდა, რომ ბაიდენის ნებართვა ვრცელდება მხოლოდ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.