საგარეჯოში მტაცებლები გააქტიურდნენ. მგლები ერთ-ერთ ოჯახში საქონლის სადგომში შეიჭრნენ. მტაცებლებმა ბატკანი და სახედარი დაგლიჯეს. ხმაურზე საქონლის პატრონი გამოვიდა.
ადგილობრივი მკვიდრის, ნიკო სულიკაშვილის თქმით, ცოტა ხნით ადრე მგლის ხროვა ძაღლებმა დააფრთხეს. როგორც საგარეჯოელები აცხადებენ, აცივების შემდეგ მტაცებლები გააქტიურდნენ და ქალაქის ტერიტორიაზე საქონელზე თავდასხმას არ ერიდებიან.