ცნობილ მსახიობ ნიკოლ კიდმანსა და "ქანთრის" სტილის მომღერალ კეიტ ურბანს სუროგატი დედისგან შვილი შეეძინათ.
მარგარეტ კიდმან-ურბანი 28 დეკემბერს ნეშვილში დაიბადა, თუმცა წყვილმა ამის შესახებ ინფორმაცია "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
მათ მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც 9 თვის განმავლობაში ეხმარებოდა და გევრდში ედგა.
მარგარეტი კიდმანისა და ურბანის მეორე შვილია. მათი პირველი შვილი სანდეი როუსი 2 წლისაა.
"ძალიან მადლობლები ვართ სუროგატი დედის, რომელმაც მარგარეტი გაგვიჩინა", - აცხადებს კიდმანი.
ცნობილ მსახიობ ტომ კრუზისგან კიდმანს კიდევ ორი შვილი ჰყავს. ორივე მათგანი აყვანილია.