სენატორი ჯინ შაჰინის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს.
კონგრესის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, უახლესი ცვლილება 13 ნოემბერს ფიქსირდება, შედეგად კი ჯამში კანონპროექტს 19 თანაინიციატორი ჰყავს, საიდანაც 9 დემოკრატია, 9 რესპუბლიკელი, ხოლო 1 დამოუკიდებელი წევრი.
კანონპროექტის თანასპონსორები ამ დროისთვის არიან:
ჯეიმს რიში - რესპუბლიკელი; ბენ კარდინი - დემოკრატი; პიტ რიკეტსი - რესპუბლიკელი; ლინდსი გრეჰემი - რესპუბლიკელი; კრისტოფერ კუნი - დემოკრატი; რიჩარდ დურბინი - დემოკრატი; თომას ტილისი - რესპუბლიკელი; ტიმ კეინი - დემოკრატი; კრის ვან ჰოლენი - დემოკრატი; ჯონ ბუზმანი - რესპუბლიკელი; მიტ რომნი - რესპუბლიკელი; ჯეფ მერკლი - დემოკრატი; ჯონ კორნი - რესპუბლიკელი; კრისტოფერ მერფი - დემოკრატი; დენ სალივანი - რესპუბლიკელი; ანგუს კინგი - დამოუკიდებელი ტოდ იანგი - რესპუბლიკელი; შელდონ უაითჰაუსი - დემოკრატი; ჯორჯ ჰელმი - დემოკრატი.