ხვალ, 19 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს საქართველოს რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი რეჟისორის, შალვა გაწერელიას 80 წლის იუბილე აღინიშნება.
ამ თარიღს, შალვა გაწერელიას კოლეგები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები და მსახიობები მიულოცავენ. ნაჩვენები იქნება დაკუმენტური ფილმი "მუმუშა" და ამონარიდები რეჟისორის ყველაზე ცნობილი სპექტაკლებიდან.
გაწერელიამ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს დაამთავრა. დღეს იგი არის ემერიტუსი, რომელიც ხელშეკრულებით ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას მსახიობის ოსტატობასა და რეჟისურაში.