მას შემდეგ, რაც კონგრესმა 2024 წლის აპრილში დაამტკიცა უკრაინის დამატებითი დაფინანსების პაკეტი, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა დაპირებული საბრძოლო მასალის 83%, საჰაერო თავდაცვის დაპირებული შესაძლებლობების 67% და ცეცხლსასროლი იარაღის შესაძლებლობების 60%. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
„დამატებითი დაფინანსების მიღებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ჩვენი საწყობებიდან დაპირებული კრიტიკული საბრძოლო მასალის 83%.
კერძოდ, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, GMLRS (რაკეტები HIMARS-ისთვის), საბრძოლო მასალა Patriot-სა და NASAMS-ის სისტემებისთვის და ა.შ.
ასევე მივაწოდეთ ჩვენი სხვა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ვალდებულებების 67%, მათ შორის Stinger-სა და HAWK-ის რაკეტები, და შევასრულეთ საცეცხლე საშუალებებთან დაკავშირებული ჩვენი ვალდებულებების 60%, მათ შორის [მივაწოდეთ] მცირე დიამტერის ბომბები და 105 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა“, - განაცხადა რაიდერმა.
სპიკერის თქმით, პენტაგონი უკრაინას აწვდის იარაღს აშშ-ის მარაგებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. თუ რაიმე აღჭურვილობა საჭიროებს შეკეთებას, ის სასწრაფოდ აღდგება და იგზავნება უკრაინაში.
რაიდერის თქმით, აპრილიდან აშშ-მა უკრაინას მიაწოდა ათასობით საარტილერიო ჭურვი, ათასობით ჯავშანმანქანა, ათასობით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა HIMARS-თვის, ათობით საარტილერიო სისტემა, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა, ერთი Patriot -ის ბატარეა და ათობით სხვა სისტემა.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ თითქმის დავასრულეთ საჰაერო თავდაცვის სტრატეგიული სისტემების მიწოდება, რომლის ვალდებულებაც ნატო-ს სამიტზე ავიღეთ“, - განაცხადა რაიდერმა.
პენტაგონის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 12 ნოემბრის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს უკრაინას $9 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა.
„ჩვენ გავაგრძელებთ დახმარების გაწევას და ვაპირებთ გამოვიყენოთ არსებული სახსრები, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად და საბრძოლველად“, - თქვა რაიდერმა.