ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, არ აპირებს შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროცესი.იუწყება Reuters
ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის ღამით განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ „მტრების ბოროტი შეთქმულების მიუხედავად, ათასობით რევოლუციური და მიზანდასახული მეცნიერისა და ექსპერტის ძალისხმევა ვერ შეაჩერებს ირანის ეროვნული ინდუსტრიის [ირანის ბირთვული პროგრამის] განვითარებას“
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სიონისტური მტრის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების შემდეგ, დღეს გამთენიისას, ისლამური ირანის მტრები თავს დაესხნენ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. ეს არის სასტიკი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას,“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტს დაარტყა. აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდენ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები (B-2), რომლებიც ცოტა ხნით ადრე, გადაიყვანეს კუნძულ გუამზე, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ აშშ ირანზე თავდასხმას გეგმავდა.