ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. იუწყება Reuters.
47 წლის მეტრეველმა, რომელიც ამჟამად MI6-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, საიდუმლო დაზვერვის სამსახურში 1999 წელს დაიწყო მუშაობა და კარიერის უმეტესი ნაწილი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ოპერატიულ თანამდებობებზე გაატარა. MI6-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი რიჩარდ მური ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემოდგომაზე თანამდებობას დატოვებს.
„მე ვამაყობ და პატივს ვცემ, რომ ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობა მანდეს“, - განაცხადა მეტრეველმა.
პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც ამჟამად კანადაში დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად იმყოფება, განაცხადა, რომ მეტრეველის დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც დიდი ბრიტანეთი „უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას“.
„ვიცი, რომ ბლეზი გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო შესანიშნავი ლიდერობის უზრუნველყოფას“, - თქვა სტარმერმა.
გამოცემა Financial Times წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც "მის აღმოსავლეთ ევროპულ მემკვიდრეობას" ასახავს. ამას გარდა, მეტრეველის კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და მას სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც.