ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტერორსა და იმედს შორის, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აშშ-ის დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე.
„კაცობრიობის ისტორიაში, ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპებმა გაიმარჯვა. გადამწყვეტი მომენტი ტერორის და ბოროტების ღერძსა და იმედის ღერძს შორის. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა, აშშ. ეს მამაცი ნაბიჯი ემსახურება მთელი თავისუფალი მსოფლიოს უსაფრთხოებას და დაცულობას. ვიმედოვნებ, რომ ამას შედეგად მოჰყვება ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავალი და ხელს შეუწყობს ღაზაში ტყვედ მყოფი ჩვენი მძევლების სასწრაფო გათავისუფლებას“, – წერს ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ში.