საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ხიდაშელის ბრალდებას პასუხობს.
გურულის თქმით, დიმიტრი უზნაძის #18_ში მცხოვრებმა დევნილებმა საკრებულოს უკვე მიმართეს განცხადებით. შესაბამისად, მათ შეისწავლეს ეს საკითხი და დაადგინეს, რომ იგი თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება.
"ეს კერძო სასამართლო დავაა, რომელზეც გადაწყვეტილება სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით, რადგან იგი საკრებულოს ფუნქციას სცილდება. შესაბამისად, თბილისის მერია და საკრებულო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა,"_აღნიშნა კახა გურულმა.
შეგახსენებთ, დღეს თინა ხიდაშელმა უზნაძის # 18-ში მდებარე საერთო საცხოვრებლიდან დევნილთა ცხრა ოჯახის გასახლების გადავადება სთხოვა ქალაქის მერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.