უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ Reuters უწყების წარმომადგენელ გეორგი ტიხზე დაყრდნობით იუწყება.
„ინფორმაცია, რომ უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული ამ ზარის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, უკრაინა ამ საუბარს ვერც მხარს დაუჭერდა და ვერც წინააღმდეგი იქნებოდა“, - განაცხადა ტიხიმ.
შეგახსენებ, ამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ. გამოცემის ცნობით, კიევს წინასწარ აცნობეს ამ ზარის შესახებ და მათ არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა საუბრის გამართვაზე.