მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად და დემოკრატიულად, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია ობიექტურად ვიმსჯელოთ ამ არჩევნებზე, ვსაუბრობთ მოლდოვის ასიათასობით მოქალაქეზე... რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში.
და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოქალაქეებს არ მიეცათ საშუალება გამოეყენებინათ ხმის მიცემის შესაძლებლობა...
რა თქმა უნდა, ამას არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, რაც... სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. და სავსე იყო საარჩევნო მანიპულაციებით“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რეალურად მოლდოვაში ამომრჩეველთა ძალიან დიდ ნაწილს არ ჰქონდა ხმის მიცემის საშუალება, განსხვავებით იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მუშაობენ.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
ადგილობრივი ცესკოს მონაცემებით, მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ხმების 55.33 პროცენტით მოიპოვა.
„სოციალისტების“ პარტიის წარმომადგენელმა, ალექსანდრ სტოიანოგლოს ხმათა 44.67 პროცენტი მიიღო.
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, მოლდოვაში მცხოვრებ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სტოიანოგლოს (51,19 პროცენტი). სანდუმ კი 48,81 პროცენტი მიიღო. საზღვარგარეთ სანდუს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82-მა პროცენტმა, სტოიანგოგლოს კი – 17 პროცენტმა.