მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია.
ადგილობრივი ცესკოს მონაცემებით, მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ხმების 55.33 პროცენტით მოიპოვა.
„სოციალისტების“ პარტიის წარმომადგენელს, ალექსანდრ სტოიანოგლოს ხმათა 44.67 პროცენტი აქვს.
არჩევნებში აქტივობა 54 პროცენტი იყო. ყველაზე აქტიური ამომრჩევლები იყვნენ 36-დან 65 წლამდე.
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, მოლდოვაში მცხოვრებ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სტოიანოგლოს (51,19 პროცენტი). სანდუმ კი 48,81 პროცენტი მიიღო. საზღვარგარეთ სანდუს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82-მა პროცენტმა, სტოიანგოგლოს კი – 17 პროცენტმა.