ნეკრესის ტაძარში აღმოჩენილ ეპიტაფიებს შესაძლოა, უძველესი ქართული ხელნაწერის სტატუსი მიენიჭოს. ეპიტაფიების ზუსტ თარიღს მეცნიერთა ჯგუფი ამ დრომდე ადგენს. მათი აზრით, ეს ეპიტაფიები ყველაზე ძველია და ფარნავაზის მეფობის დროს ანტიკურ ხანაში შექმნილი დამწერლობით არის შესრულებული.
ნეკრესის არექეოლოგიური ექსპედიცის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ნოდარ ბახტაძე აცხადებს, რომ ნეკრესის ქვები რომლებზეც ეპიტაფიებია წაწერილი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 - მე-4 საუკუნისაა.
„ნეკრესის ქვების მოხატულობა განეკუთვნება მე-4 საუკუნეს. ხოლო საფლავს ქვები კი ჩატანებული იყო ამ მე-4 საუკუნის ნაგებობაში უკვე როგორც სამშენებლო მასალა, ესეიგი უფრო ადრეული იყო. გარდა ამისა, ლევან ჭილაშვილის მუშაობის ბოლო სეზონზე აღმოჩნდა თვითონ ეს საფლავებიც, რომელიც წარმართულია და მიცვალებულები არაქრისტიანულ პოზაში არიან დაკრძალულნი", - განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.