სოხუმის უნივერსიტეტის შენობაში გაჩენილი ხანძირის შედეგად დეკანის ოთახი დაიწვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სოხუმის უნივერსიტეტიდან სამსახურში გამოძახება გამთენიისას 05.49 საათზე შევიდა.
ადგილზე მუშაობდა ხუთი სახანაძრო მანქანა, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება მალევე შესძლეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი სოხუმის უნივერსიტეტის შენობის მე-5 სართულზე დეკანატის ოთახში გაჩნდა, დამწვარია 20 კვადრატულ მეტრი ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.