დღეს, 18 იანვარს, 19:00 საათზე, NEW ARTთ Cafe -ში შოთა იათაშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებული გამოსცა გამომცემლობა "პეგასმა". წიგნის გამომცემელია მარინე ცხადაია, რედაქტორი - თამარ ფხაკაძე, დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა ეკუთვნის ნინო კაპანაძეს. წიგნის ყდაზე გამოყენებულია სოფო ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ავტორის პორტრეტი. კრებულში შესულია 2006-2010 წლებში დაწერილი ლექსები.
პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, არტ-კრიტიკოსი შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა: "სიკვდილის ფრთები" (1993);F"ანომალიური პოეზია" (ზურაბ რთველიაშვილთან და გიორგი ბუნდოვანთან ერთად, 1993); "საღეჭი რეზინა" (1994); "მსუბუქი, ძალიან მსუბუქი და არც ისე მსუბუქი" (დიანა ვაჩნაძესთან ერთად, 1997); "ბენზინის ყვავილები" (2000); "ლექსები" (2002); "ფანქარი ცაში" (რჩეული; 2004); "სანამ დროა~ (2006); "შრამი~ (2010). გამოქვეყნებული აქვს პროზაული ნაწარმოებები: "კონტრაჟური" (1998); "ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი" (2000);B"ფოტომამები~ (2005) და ლიტერატურული კრიტიკა "დალაგება~ (2010). გარდა ამისა, იათაშვილს ეკუვნის თარგმანები: სიუზან სონტაგის "რადიკალური ნების სტილები~ (1999); ამერიკელი პოეტები (2004).
შოთა იათაშვილი ლაურეატია ლიტერატურული პრემიისა "საბა" (ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული (2007) და საერთაშორისო პრემიისა "კიევსკიე ლავრი" (2009). მონაწილეა საერთაშორისო პოეტური ფესტივალებისა: "ორიენტ-ოსიდენტი" (რუმინეთი, კურტ-დე არჯესი, 2006), "ისტ-ოუესტი" (საფრანგეთი, დი, 2006), "პოეტრი ინტერნეიშენალი" (როტერდამი, 2007), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), "სოტზია" (ტალინი, 2008), "პოეზიის დღეები~ (რიგა, 2008), "კიევსკიე ლავრი" (კიევი, 2009, 2010), შავი ზღვის აუზის ქვეყნების I პოეტური ფესტივალი (თურქეთი, ორდუ, 2010) და სხვა.
შოთა იათაშვილის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, თურქულ, ალბანურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
1993-97 წლებში მუშაობდა ლიტერატორთა რესპუბლიკურ ცენტრში (ლიტერატურული გაზეთები "რუბიკონი~ და "მესამე გზა~) რედაქტორად. იყო "კავკასიური სახლის~ გაზეთ "ალტერნატივას~ მთავარი რედაქტორი. 1998 წლიდან გამომცემლობა "კავკასიური სახლის~ რედაქტორია.