დღეს, 18 იანვარს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პროფესორ მზექალა შანიძის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
საზეიმო სხდომას განათლების და მეცნიერების სამინისტროს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსში, III სართულზე, 313-ე აუდიტორიაში გაიმართება.