18 იანვარს, 11:00 საათზე, საგარეჯოს წითელი ჯვრის სოციალურ ცენტრში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის თანამშრომლები და მოხალისეები ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში ჩაატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებას. ღონისძიება შპს "ნიკორას" მხარდაჭერით იმართება.
წითელი ჯვრის მოხალისეები დაBბავშვები ხანდაზმულებისთვის ჩატარებენ კონცერტს; სოციალური ცენტის 70 ბენეფიციარს გადაეცემა შპს "ნიკორას" პროდუქცია. ღონისძიებას დაესწება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პრესა.