დღეს, 18 იანვარს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომპანია "თელასის" ქვესადგურში "საბურთალო-3" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის და მიმდებარერე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.